Monday, June 8, 2009

სვეტიცხოველი

სვეტიცხოველი
საქართველოში პირველი ქრისტიანული ძეგლი,საკათედრო ტაძარი-სვეტიცხოველი, თბილისიდან ოცდახუთიოდე კილომეტრის დაშორებით, საქართველოს ძველი დედაქალაქის-მცხეთის შუაგულში მტკვრისა და არაგვის შესაყართან სარკინეთის კლდეებთან მდებარეობს. ჟამთააღმწერლის მიხედვით მეფე მირიანმა პირველი ქართული ქრისტიანული ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა 326 წელს. იგი თავიდან ხის ნაგებობას წარმოადგენდა. აღსანიშნავია,რომ ვახტანგ ცინცაძის მიერ 1968-72წწ.ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოებისა და გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ზემოთ მოხსენებული ხის ეკლესია, რომელიც მეფე მირიანმა ააშენა საქართველოში ქრისტიანული რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დღეს. ტაძრის სახელწოდება "სვეტიცხოველი" ერთ_ერთ უძველეს ლეგენდას უკავშირდება:"ამ ადგილას თითქოს დაკრძალული ყოფილა მცხეთელი ქალი სიდონია,რომელიც აქ დაუმარხავთ მისი ძმის,-ელიოზის მიერ,იერუსალმიდან ჩამოტანილ ქრისტეს პერანგთან ერთად.მის საფლავზე უზარმაზარი ხე_ლიბანის კედარი ამოსულა.როცა მე-4 საუკუნის ოცდაათიან წლებში მირიან მეფემ წმ. ნინოს ქადაგების შედეგად ქრისტიანობა აღიარა,ნინოს მითითებით,მან პირველი ეკლესიის აგების ადგილად სიდონიას საფლავი აირჩია.
სვეტიცხოვლის საუბრისას შეუძლებელია არ გაგვახსენდეს დიდი ხუროთმოძღვრის,ამ დიადი ტაძრის აგების,კონსტანტინე არსაკიძის ნაფიქრალი:
"ხელოვნებაა თავად უკვდავება.
მხოლოდ ოსტატს ვერ ეწვევა სიკვდილი...
ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ კოველივეს.მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება....

No comments:

Post a Comment